logo
ENG



საფრანგეთის ქალაქ დიჟონში არეულობაა - ადგილზე პოლიციის დამატებით ძალებს გაგზავნიან

17 ივნ 202011:31
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში არეულობაა. საფრანგეთში მცხოვრებ ჩეჩნებსა და ადგილობრივ შავკანიანებს მოსახლეობას შორის მომხდარ კონფლიქტს დაპირისპირება მოჰყვა.  

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირებულმა მხარეებმა ქუჩებში ბარიკადები აღმართეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, ისმოდა სროლა.

ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, არეულობის შედეგად დაშავდა, სულ მცირე,  10 ადამიანი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიჟონში წესრიგის დასამყარებლად პოლიციის დამატებითი ძალებს, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმებს გაგზავნიან. 


close დახურვა