logo
ENG



საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს

11 თებ 202114:33
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივსტების პროცესი მიმდინარეობს. თათუშა არველაძეს, ნათია ლეთოდიანსა და შუშანა მაცაბერიძეს პროკურატურა პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

საქმე ეხება 28 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ანტისაოკუპაციო აქციას, რომელიც აბაშიძე-კარასინის შეხვედრას და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. 

აქციის დროს ერთ-ერთი აქტივისტი, თათუშა არველაძე დააკავეს. მან პოლიციის მანქანაში ჩაჯდომისას ხელი დაიზინა, რის გამოც, ამავე საქმეზე დაზარალებულის სტატუსიც აქვს. 

"პოლიციის ძალის გადამეტებით აღმოვჩნდი დაზარალებული, მალევე ხელი ჩამაყოლეს მანქანაში მაშინ, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ იჭერდნენ აქტივსტებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი სად არ ვემორჩილებით პოლიციას, ან რამე არაკანონიერს ვაკეთებთ, რომ რამე ისეთს ვაკეთებთ, რაც საზოგადოებრივ წესრიგს უშლის ხელს.

ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ჩემს წინააღმდეგ ედავათ, რადგან მე დავიწყე სამართალწარმოება მათ წინააღმდეგ. ძალის გადამეტების შესახებ მიმდინარეობს გამოძიება მათ [პოლიციელების] წინააღმდეგ", - ამბობს თათუშა არველაძე.

პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომელშიც რუსეთი მიუთითებდა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". 

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

აქციაზე მისულ სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტთან არსებულ ე.წ. რკინის კედელზე საბჭოთა სიმბოლის გაკვრა და წარწერების გაკეთება სურდათ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამ დროს დააკავეს აქტივისტები. მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამავე აქციაზე ხელი დაუზიანდა თათუშა არველაძეს. კერძოდ მას პოლიციის მანქანაში ხელი მოაყოლეს. მას დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.


close დახურვა