logo
ENG



საქართველო - ბიძინას ტყვეობაში - დროება

05 მარ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 

უმოქმედობა და სხვის იმედად ყოფნა იყო და იქნება ყოველთვის ჩვენი მთავარი მტერი და სანამ ხალხურ ანდაზას - "მტერი, მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია" - არ გავიაზრებთ, ასე ვიქნებით. 2012-იდან მოყვრულად მოსული მტერი გვმართავს - მმართველობის მეცამეტე წელს, თუ მართლა მონა არ ხარ, უნდა ხვდებოდე, რომ სახელმწიფო ნამდვილად მიიტაცა და ახლა საბოლოოდ აუქმებს. თქვენ ვისაც გგონიათ რომ რუსული „ხალხის ძალის“ ინიციირებული ვითომ კანონი, რეალურად კი პუტინისტური ცხოვრების წესი თქვენ არ გეხებათ, ცდებით - ერთ დილას გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ აგენტი, ხალხის მტერი და ჯაშუში ხართ, ან თქვენი ახლობლების აგენტორულ იარლიყსა და ყველა გამომდინარე მძიმე შედეგზე მოგიწევთ თვალის დახუჭვა, ვითომ ვერ შემჩნევა, საკუთარ თავთან და სინდისთან ისეთ ღრმა კომპრომისებზე წასვლა, რომლის შემდეგაც სინდისი თავის შეხსენებასაც კი უაზრობად ჩათვლის. იმას, რასაც ახლა ივანიშვილის რეჟიმი ხელის გადაგრეხვით აკანონებს - იანუკოვიჩის უკრაინის ანალოგია - ერთი სხვაობით, რუსმა მარიონეტმა 2013-ში ღიად თქვა -  უკრაინას ევროპა არ უნდაო. თუმცა მაშინ მთელი უკრაინა ქუჩაში გამოვიდა და ,,უკრაინა ცე - ევროპა“ დაიძახა. ევრო მაიდანი და ღირსების რევოლუცია უკრაინელების გამარჯვებით დასრულდა. მოსკოვი მაშინაც დამარცხდა კიევში და ახლაც მარცხდება. მას შემდეგ კრემლმა მეთოდები დახვეწა, 2012 ჩაგვიტარა და ახლა საქართველოს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება ყველა მეთოდით ამბობს უარს საქართველოს ცივილიზაციურ პერსპექტივაზე - ოლიგარქი მიტაცებულ სახელმწიფოს ბოლომდე ატყვევებს რუსულ ციხეში. დროება ქართულ ევრომაიდანზე.


close დახურვა