logo
ENG



საქართველო თურქეთის გვერდით - დროება

12 თებ 202320:27
3 წუთის საკითხავი
 

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მე-4 დონის განგაში გამოაცხადა და საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ქვეყანამ მოითხოვა ჰუმანიტარული დახმარება, ტანსაცმელი, თბილი საბნები, ჰიგიენის საშუალებები თუ მედიკამენტები. როგორც უკრაინის შემთხვევაში, საქართველოში ახლა, მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს ტრაგედიის დროს დასახმარებლად რიგითი მოქალაქეები თუ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ძალიან სწრაფად მობილიზდნენ და რამდენიმედღიანი, საკმაოდ კარგად ორგანიზებული კამპანიის შემდეგ, თბილისიდან კატასტროფის ადგილამდე სატვირთო მანქანების პირველი კოლონა გაემგზავრა. ჩვენმა ქვეყანამ ალბათ ყველაზე უკეთ იცის, მძიმე წუთებში, თითოეული გამოწვდილი ხელის ფასი და მნიშვნელობა. განსაკუთრებით კი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. დროება გიამბობთ, ქართველების რეაქციასა და მეზობლისა და მეგობრისადმი, უბრალოდ ადამიანებისადმი გვერდში დგომის უნარზე.


close დახურვა