მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში Doing Business 2020-ის მონაცემები უკვე გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო 83,7 ქულითაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველო მე-6 პოზიციას იკავებდა და შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით რეიტინგი ოდნავ შემცირებულია.
საქართველოსთან ერთად, რეიტინგის ათეულშია და ლიდერ პოზიციას იკავებს ახალი ზელანდია-86,8 ქულით. მეორე ადგილზეა სინგაპური, ხოლო მესამეზე - ჰონგ-კონგი. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხევდით, აღნიშნული ქვეყნები ბიზნესის კეთების სიმარტივით წინ უსწრებენ ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. აქედან საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით აქვს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული.