logo
ENG



საქართველო როგორც ხორბლის ქვეყანა - დროების მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში

28 ივნ 202021:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამშობლოა. ქვეყანაში ხორბლის ისეთი სახეობებია აღწერილი, რომლებიც სხვა ქვეყანებში არ გვხვდება. ასევე, ქართული ხორბალი მახა არის მსოფლიო ხორბლის ნათესების 95 პროცენტის წინაპარი. ჩელტა ზანდური და მახა სამეფო ხორბლებია. შარშან ერთი კგ დიკა  2, 5 ლარი ღირდა, დოლის პური - 2 ლარი. ქართული ენდემური ხორბალი ძვირია, მაგრამ - გემრიელი და სასარგებლო.

სადაც ღვინოს ახსენებთ, იქ აუცილებლად უნდა ახსენოთ პური. „დროების“  გადამღები ჯგუფი სტუმრობდა სამცხე-ჯავახეთს, სოფელ გომაროს, სადაც,  სავარაუდოდ, გვიანი შუა საუკუნეების მესხურ ფურნეებს მიაკვლიეს, არქეოლოგებმა კი არა - ადგილობრივებმა. 


close დახურვა