ჩინური წარმოების ვაქცინა სინოფარმის მილიონი დოზა საქართველოშია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
გარდა სინოფარმისა, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი სინოვაკის, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებითაა შესაძლებელი.
1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.