logo
ENG



საქართველოს გერმანიის პრეზიდენტი ეწვევა

05 ოქტ 201915:25
3 წუთის საკითხავი
 
bcevpmswlt8qhx1.jpg

საქართველოს ხვალ გერმანიის პრეზიდენტი ეწვევა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპირებულ რეგიონებსაც უკავშირდება. ოფიციალური ვერსიით, ის საქართველოში კონკრეტული შემოთავაზების გარეშე ჩამოდის. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ შტაინმაიერს საქართველოსთვისაც ექნება "ფორმულა". აქამდე მას უკვე ჰქონდა გეგმა უკრაინისთვის, რომელიც მისაღები აღმოჩნდა რუსეთისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და საბოლოოდ, უკრაინული მხარისთვისაც. 

შტაინმაიერის ფორმულა გულისხმობს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონის ამოქმედებას  და არჩევნების ჩატარებას სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. შტაინმაიერის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ეუთო ამ არჩევნებს შეაფასებს, როგორც სამართლიანს და თავისუფალს, უნდა ამოქმედდეს კანონი დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ.

შტაინმაიერის გეგმას კიევში განსაკუთრებული მღელვარება მოჰყვა.


close დახურვა