logo
ENG



საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

11 ივნ 202415:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/ub6q9n10lelljdz.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

სებ-ის განცხადებით, აღნიშნული ინტერვენციის მიზანი ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირებაა.

"ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა და სხვა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის.

იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, - წერია განცხადებაში.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი დოლარისა და ევროს მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა.

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გასაყიდად 28 მაისსაც გაიტანა.

 

 


close დახურვა