logo
ENG



საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა

02 ოქტ 202120:02
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა. 

ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათიდან მიმდინარეობდა და 12 საათს გაგრძელდა.

გამოქვეყნდა ფორმულას დაკვეთით ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც თბილისში მოქმედმა მერმა ხმათა 43% მიიღო, ოპოზციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ნიკა მელიამ კი 39%.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


close დახურვა