logo
ENG



საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 34.8% სრულადაა აცრილი

28 ნოე 202113:43
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 34.8% სრულადაა აცრილი

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 34.8% სრულადაა აცრილი. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, ამ დროისთვის სრულად აცრილია 994 285 ადამიანი. სულ მცირე 1 დოზით კი 1 144 894 ადამიანი აიცრა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 40.3%-ს შეადგენს.

28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სულ 2 152 380 აცრა ჩატარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 545 ადამიანი აიცრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 56 ადამიანი. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს 11 927 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში. 


close დახურვა