საქართველოს საზღვართან, ჩრდილო ოსეთთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„დღეს, თბილისის დროით 01:01 საათზე, ჩრდილო ოსეთთან მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.