logo
ENG



საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო

08 ოქტ 201918:59
3 წუთის საკითხავი
 
w8ye20ss7jupwfs.jpg

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „ევრო 2020“-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საქართველო პირველ მატჩს ირლანდიასთან შინ 12 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 15-ში სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ირლანდიასთან მატჩამდე ვლადიმერ ვაისის გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ნაკრებს ევროპაში მოთამაშე ლეგიონერები დღეს შეუერთდნენ. მთავარმა მწვრთნელმა ირლანდიასთან და გიბრალტართან თამაშისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).
ირლანდიასთან მატჩი "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

close დახურვა