logo
ENG



საქართველოს წითელი ჯვარი: გარდაცვლილთა შორის ჩვენი ღირსეული წევრი ზაქრო მათიაშვილია

20 იან 202314:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/hunoats67hwo58y.png
საქართველოს წითელი კვრის საზოგადოება წერს, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის მათი "ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე" ზაქარია მათიაშვილია. 
 
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან.
მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში."- წერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
 
პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება აცხადებს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი საგარეჯოში, მათი პარტიის წევრია, რომლის სიცოცხლესაც "ამ მომენტისთვის, საფრთხე არ ემუქრება".
 
* * * 

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი დაჭრილების მდგომარეობა კი სტაბილურია.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

თავდასხმის დეტალები - სრულად.


close დახურვა