logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა

30 სექ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ქვეყანაში დღეს COVID-19-ის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 796 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.

ჯამში ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 192 შეადგინა. აქედან 3 120 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 445 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1000 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

NCDC-ს ცნობით, გუშინ, 29 სექტემბერს, ქვეყანაში 8 352 PCR ტესტი ჩატარდა.


close დახურვა