საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის გამოქვეყნებული.
ამ დროისთვის საქართველოში 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული. 3 ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4559 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 353 ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. გარდა ამისა, მათ სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში, გარეთ არ გავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იმოქმედებეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.