logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა

23 აპრ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
fuinh57v1xscl4p.jpg

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. Covid-19-სგან უკვე 107 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584. ვირუსს ქვეყანაში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5148 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 573. Covid-19-ს საქართველოში უკვე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

close დახურვა