logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

24 მარ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 61-დან 66-მდე გაიზარდა ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე, STOPCOV.GE-ზე ვრცელდება.

ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 3320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პაციენტი რჩება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი.

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.  


close დახურვა