logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

23 მარ 202019:05
3 წუთის საკითხავი
 
loav51aj30uljg5.jpg

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 7 -ით გაიზარდა და ამ დროისთვის სულ 61 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე, STOPCOV.GE-ზე ვრცელდება.

ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 3320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პაციენტი რჩება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.  


close დახურვა