ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარიან ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
როგორც ეზუგბაიამმ განმარტა, 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოშო გადიოდა, ხოლო მე-13 პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში. ამასთან, მისივე თქმით, ინფექციურში მყოფი 11 პაციენტი ბინაზე უკვე გაწერეს, ხოლო კიდევ ერთს, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
"გუშინ დილით ჩვენ ვთქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო. დღეს დილას არის უკვე 81, გუშინდელს შემდეგ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის ჩვენი ცენტრის პაციენტი, დანარჩენები განთავსებულები არიან სხვა კლინიკებში. გამოჯანმრთელებული პაცინტი ინფექცციურში სულ გვყავს 12. აქედან 11 ადამიანი უკვე გაწერილია ბინაზე, ხოლო მე-12 გამოჯანმრთელებულის სხვა კლინიკური მონაცემებია შესამოწმებელი. ის სავარაუდოდ დღეს გაეწერება ბინაზე. კიდევ ერთი, მე-13 გამოჯანმრთელებული გვყავს საჩხერეში. მე არ ვიცი ყველა პაციენტის ისტორია, ჩვენი პაციენტის ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან იყო დადასტურებული აქამდე. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა დადასტურდა. საკარანტინო ზონაში 4 505 მოქალაქე იმყოფება.