logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა

09 მაი 202110:48
3 წუთის საკითხავი
clock 1144

საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 18 662 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 9 952 ანტიგენი და 8 710 - PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 607. რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 102,
  • იმერეთი - 108,
  • ქვემო ქართლი - 82,
  • შიდა ქართლი - 24,
  • გურია - 22,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83,
  • კახეთი - 23,
  • მცხეთა-მთიანეთი - 25,
  • სამცხე-ჯავახეთი - 7,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

close დახურვა