logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 აპრ 202110:53
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 1 310 შემთხვევა გამოვლინდა, 632 პირი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 30 241 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 17 446 ანტიგენი, 12 795 - PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.16%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 798 შემთხვევა. რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 85,
  • იმერეთი - 72,
  • ქვემო ქართლი - 61,
  • შიდა ქართლი - 39,
  • გურია - 27, 
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113,
  • კახეთი - 85, 
  • მცხეთა-მთიანეთი - 18,
  • სამცხე-ჯავახეთი - 8,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

close დახურვა