საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 422 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 37 524 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 28 078 ანტიგენი და 9 446 - PCR.
მათივე ინფორმაციით, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.58%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 756, რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 116,
- იმერეთი - 97,
- ქვემო ქართლი - 61,
- შიდა ქართლი - 80,
- გურია - 15,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 161,
- კახეთი - 40,
- მცხეთა-მთიანეთი - 30,
- სამცხე-ჯავახეთი - 10,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.