logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 1 562 შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა

18 მაი 202110:51
3 წუთის საკითხავი
clock 1291

საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 490 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 29 685 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 21 443 ანტიგენი, 8 242 - PCR.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,85%, ბოლო 7 დღის - 3,72%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 893. რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 102,
  • იმერეთი - 136,
  • ქვემო ქართლი - 98,
  • შიდა ქართლი - 52,
  • გურია - 31,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123,
  • კახეთი -75,
  • მცხეთა-მთიანეთი - 35,
  • სამცხე-ჯავახეთი - 10,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

close დახურვა