logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა

12 აპრ 202110:56
3 წუთის საკითხავი
clock 1005

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის 7 795 ანტიგენი და 5 890 - PCR.

მათივე ინფორმაციით, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.51 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში დადასტურდა 202,
  • აჭარა - 46,
  • იმერეთი - 19,
  • ქვემო ქართლი - 14,
  • შიდა ქართლი - 14,
  • გურია - 9,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40,
  • კახეთი - 5,
  • მცხეთა-მთიანეთი - 7,
  • სამცხე-ჯავახეთი - 2,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

close დახურვა