logo
ENG



საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

08 აპრ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 
w16hywpyl8zj3ub.png

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 208 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 375 ადამიანი.  ჯამში ვირუსს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა