საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო დეპარტამენტში ამჯერად ბრიფინგზე გამოეხმაურნენ. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნეტ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გმობს ძალადობას და შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის ვალდებულია დაიცვას აქტივისტები და ჟურნალისტები. ნედ პრაისმმა დამნაშავე პირთა დასჯის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამის შესახებაა საუბარი ევროპარლამენტართა ერთობლივ წერილშიც, რომელშიც ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი ხელისუფლებას ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმებს ახსენებენ. ცუდი დღე საქართველოსთვის და მედიის თავისუფლებისთვის - ეს განცხადება კი ფორმულა ნიუსთან დევიდ კრამერმა გააკეთა.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგზე გამოეხმაურნენ
07 ივლ 202113:38
3 წუთის საკითხავი