logo
ENG



საქართველოში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა

03 აპრ 202110:58
3 წუთის საკითხავი
clock 2391

საქართველოში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 ათასი დოზა შემოვიდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

"ამ ვაქცინას მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს. 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული ამ ვაქცინით. კვლევები კარგ შედეგებს აჩვენებს. მოლოდინი არის, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას. ვაქცინის შენახვას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები. ვაქცინა ინახება +2-დან +8 გრადუსამდე რეჟიმში", - ამბობს თამარ გაბუნია. 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ - მათ შეუძლიათ ვაქცინა აირჩიონ.

 


close დახურვა