logo
ENG



საქსტატი: 2023 წლის II კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 321 ათასამდე ვიზიტორი შემოვიდა

14 აგვ 202313:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/14/xxc58f3pombszd1.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, აპრილ-ივნისში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი, 290.8 ათასი თურქეთიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.4%-იანი წილით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366.1 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (320.8 ათასი) და სომხეთის (214.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

საქსტატის მონაცემებით, 3 თვეში ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა (709.3 ათასი ვიზიტი) და აჭარაში (661.8 ათასი ვიზიტი).  


close დახურვა