logo
ENG



საქსტატი: 2025-ის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

30 აპრ 202514:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/30/f9owra4hn59m1zz.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 970.5 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე - 1.3%-ით მეტია.

საქსტატის თანახმად, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 187.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, მეორე ადგილზე თურქეთია - 16.5%-იანი წილით, მესამეზე კი სომხეთი - 13.0%-იანი წილით. 

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

საქსტატის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 42.2 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

"ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით", - ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში. 


close დახურვა