logo
ENG



საშინლად მაღალი წნევა მქონდა, ენმ მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა - მარშანია კობახიძეს

01 ივლ 202013:15
3 წუთის საკითხავი
 
kc97zwnfyl729f3.jpg

"ირაკლი კობახიძე ნაციონალებთან კრიმინალური კოჰაბიტაციით თავიდან ბოლომდე ლაფშია ამოსვრილი", - ასე უპასუხა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც განაცხადა, რომ "საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას მარშანია ენმ-მ და ევროპულმა საქართველომ ჩამოაშორეს".

დეპუტატის თქმით, მიზეზი, რის გამოც კენჭისყრას ვერ დაესწრო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ ვიყავი მეორე კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჩემი პირადი ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა. ნაციონალური მოძრაობა ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. მე მათთან ასეთი ურთიერთობა მაქვს. როგორ გამიბედავდა მე ნაციონალური მოძრაობა რაღაც შავბნელ მოლაპარაკებებს. ბატონმა კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, ვაჩუქებ. კრიმინალური კოჰაბიტაციით ნაციონალებთან არის თავიდან ბოლომდე ლაფში ამოსვრილი", - განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აქტიურად ცდილობდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო. მან თქვა, დეპუტატები - ადა მარშანია და ემზარ კვიციანი - კენჭისყრას სწორედ ამ პარტიებმა ჩამოაშორეს.

ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად გიორგი რურუას გატავისუფლებას ასახელებდნენ. ენმ-სგან განსხვავებით, ევროპულმა საქართველომ ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა.


close დახურვა