logo
ENG



სახალხო დამცველი: სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს ყველა ბავშვის მიმართ

05 ივნ 202121:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/05/8ravgs87uhy106e.jpg

სახალხო დამცველი სასამართლოს მიერ PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) სარჩელზე გამოტანილი განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვს, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოდ გაყვანას და მათთვის სახელმწიფო მზრუნველობის სხვა ფორმით უზრუნველყოფას გულისხმობს. 

"სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში, - "სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით". 

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სასამართლოს განჩინება ეხება პანსიონის ყველა ბენეფიციარს და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რადგან სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელმაც სასამართლოს მოთხოვნით მიმართა, მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს

"აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება", - აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი. 

PHR-ის სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იხილეთ აქ


close დახურვა