logo
ENG



სახალხო დამცველი გარდაბანში დაზარალებულ მასწავლებელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

15 ოქტ 201911:46
3 წუთის საკითხავი
 
40d8yfdrfqek3h8.png

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს როგორ ამცირებენ გარდაბნის რაიონის სოფლი თაზაქენდის, გეოგრაფიის მასწავლებელს, პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. აღნიშნულზე სკოლის მასწავლებლის დაკითხვა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გეოგრაფიის მასწავლებლის ჰამიდ სადიხლის თქმით, პოლიციამ ვიდეოში აღბეჭდილი ადამიანების ვინაობა უკვე დაადგინა და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია დაზარალებულ მასწავლებელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ საქმეს იცნობს და მისი სურვილის შემთხვევაში პროცესში ჩაერთვება. ლომჯარია ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინებების თავიდან ასაცილებლად პედაგოგების როლი უმნიშვნელოვანესია.

ვიდეოში ჰამიდ სადიხლს სოფლის უხუცესები ასამართლებენ და  ბოდიშის მოხდას აიძულებენ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რაც გარდაბნის სკოლის ქართულენოვანმა პედაგოგმა სოციალურ ქსელში თავისი მოსწავლე გოგონას მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ნაადრევი ქორწინება დაგმო.

 

 

 


close დახურვა