20 ივნისის საქმეზე ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა. ომბუდსმენის თქმით, მისი აპარატი თვალს ადევნებს გამოძიების მიმდინარეობას.
„ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურაში ხდება ვიდეომასალის გაშიფვრა. გაშიფვრით უნდა დადგინდეს, თუ ვინ და რა გარემოებაში მიიღო დაზიანება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადრე უნდა მომხდარიყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახლა ობიექტურად წარიმართოს გამოძიება“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე სასამართლომ დაზარალებულად ცნო 67 სამართალმდაცმველი და აქციის ოთხი მომიტინგე. მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც თვალი დაკარგეს, დაზარალებულთა სიაში არ არიან.