logo
ENG



სახდეპი: კარა-მურზა რუსეთის მთავრობის რეპრესიების კიდევ ერთი სამიზნეა

17 აპრ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/17/snry8vll9hplr0x.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს რუსეთის სასამართლოს მიერ ოპოზიციონერი აქტივისტისა და კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ-კარა მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

სახელმწიფო დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში სოლიდარობას უცხადებს კარა-მურზას, ალექსეი ნავალნის, ილია იაშინსა და პატიმრობაში მყოფ ყველა მათ თანამოქალაქეს, რომლებიც "გაბედულად იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს".

"კარა-მურზა კიდევ ერთი სამიზნეა რუსეთის მთავრობის რეპრესიების ესკალაციის კამპანიისა. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, გაათავისუფლონ ბატონი კარა-მურზა, ისევე როგორც რუსეთში 400-ზე მეტი პოლიტპატიმარი"- ნათქვამია განცხადებაში.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.

კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".


close დახურვა