logo
ENG



სახელმწიფო დეპარტამენტი: სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას

14 ივნ 202312:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/2zwidpu31bztpm3.jpg

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამერიკის ხმას ესაუბრა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს", - აცხადებს ამერიკის ხმისთვის მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, ჯიმ ო'ბრაიენმა ისაუბრა იმ 5 ქვეყანაზე, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, ერთ-ერთი საქართველოა. ამის შესახებ Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში იყო აღნიშნული. 

Politico-ს სტასიას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთან სამინისტროც. უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯიმ ო’ბრაიანის განცხადება "ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის". სამინისტროს განმარტებით - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ დისკუსიისას საქართველო ნახსენები იყო იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც "აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია".


close დახურვა