"ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება და არა სამართლის აღსრულება", - ამის შესახებ 18 ნოემბერს დაკავებულების ადვოკატმა გიორგი მახარაძემ იზოლატორში შესვლამდე განაცხადა. ადვოკატმა დიმიტრი ბიძინაშვილი, დათო მჟავანაძე და ზუკა ბერძენიშვილი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. მისივე თქმით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება უკანონოა და სახელმწიფო მათ, საბჭოური მეთოდებით ებრძვის.
"პატრიოტებს, ადამიანებს, რომლებსაც სურთ ამ ქვეყნის განვითარება, ხელისუფლება ისევ სობჭოური მეთოდებით და ადმინისტრაციული პატიმრობებით ებრძვის, რომლებიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. რამდენიმე კვირის წინ თბილისში, სიძულვილის ჯგუფები ვიხილეთ, რომლებიც დანაშაულებრივი განცხადებებით გამოდიოდნენ, საერთოდ არანაირ პასუხისგებაში არ მიეცნენ", - განაცხადა მახარაძემ.