ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საჯარო და კერძო ბაღების გახსნა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება.
"შემსუბუქების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ იმას, რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი, ამიტომ ალბათ შევთანხმდებით, რომ ამ ეტაპზე სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაღები, ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება", - თქვა ცქიტიშვილმა.
8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნება ბაზრობები, 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები ღია სივრცეში, ასევე საკლასო ოთახებში აღდგება სწავლა. შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.