logo
ENG



სელინ დიონის, შერისა და ლედი გაგას სიმღერების ავტორი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი გახდა

11 თებ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

სელინ დიონის, შერისა და ლედი გაგას სიმღერების ავტორი დაიან უორენი პრესტიჟული შვედური მუსიკალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

ამერიკელ კომპოზიტორს „პოლარის“ პრემია მიანიჭეს. საპრიზო თანხა ერთი მილიონი შვედური კრონია. დაიან უორენი 80-ზე მეტი სიმღერის ავტორია. 2001 წლიდან ის კომპოზიტორთა დიდების დარბაზის წევრია.

პოლარის“ პრემიას მუსიკალურ ნობელსაც უწოდებენ. მისი ლაურეატები ასევე არიან ბობ დილანი, პოლ მაკარტნი, პოლ საიმონი და ელტონ ჯონი. 


close დახურვა