logo
ENG



სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრზე: მხარს დავუჭერდი მას, ვისაც ფოლადის ნერვები აქვს

13 დეკ 202115:32
3 წუთის საკითხავი
 
სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრზე: მხარს დავუჭერდი მას, ვისაც ფოლადის ნერვები აქვს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ჯანდაცვის მომავალ მინისტრად მხარს იმას დაუჭერდა, ვისაც "ფოლადის ნერვები" აქვს პანდემიის დროს სისტემის სამართავად. 

"მხარს დავუჭერდი იმას, ვინც ყველას დაარწმუნებდა იმაში, რომ ისეთი ფოლადის ნერვები და შრომისუნარიანობა აქვს რომ პანდემიის პერიოდში უხელმძღვანელოს ჯანდაცვის სისტემას. ძალიან რთულია ამ სიტუაციაში ასეთი კანდიდატის შერჩევა", - ამბობს სერგეენკო ჟურნალისტებთან და აღნიშნავს, რომ მომავალი მინისტრის შესარჩევად კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს. 

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 


close დახურვა