logo
ENG



სერგი კაპანაძე: წულუკიანისგან უცხო არ არის ბოღმიანი და უშინაარსო განცხადებები

23 იან 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ ოპონენტებს ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით, თუკი ოპოზიცია მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას არ დასთანხმდება, მათ პროპორციული საარჩევნო სისტემის გამოგლოვა მოუწევთ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის იუსტიციის მინისტრის ასეთი დამოკიდებულება საკითხის მიმართ გასაკვირი არაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას აგრძელებენ და მათ მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემის შეთავაზებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდშიც აპირებენ.

„წულუკიანისგან უცხო არ არის ბოღმიანი და უშინაარსო განცხადებები. რეალურად, პროპორციული არჩევნები უნდა იყოს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯიდ და მონაპოვარი მთელი საზოგადოების ოღონდ ამას აღარ აკეთებს ივანიშვილი, წულუკიანიც იმ გუნდში არის იმიტომ, რომ მათ კარგად ნახეს, რომ ისინი ხელისუფლებას კარგავენ პროპორციული არჩევნებით. ახლა უნდათ ისეთი სისტემის შენარჩუნება, და შექმნა, რომელშიც მცირე, მაგალითად 30%-იანი, მხარდაჭერით მოიპოვებენ უმრავლესობას,“ - განაცხადა „ევროპული  საქართველოს“ წევრმა სერგი კაპარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, წულუკიანს მათი მისამართით მსგავსი რიტორიკით საუბრის უფლება არ აქვს, რადგან მათ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული შეთავაზება აქვთ.

„იმის უფლება, რომ მსგავსი რიტორიკით ელაპარაკოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ნამდვილად აქვს. თუმცა იმედია თვითონ წულუკიანიც დაადასტურებს, რომ არ ეხება ისეთ ოპოზიციურ ჯგუფებს, როგორიც ვართ ჩვენ, რომლებსაც გვაქვს განსხვავებული შეთავაზება და რომელთა მიზანიც ნამდვილად არის ქვეყნის გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილორობა,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ქართული ოცნების" დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მათი ინტერესი კონსენსუსის მიღწევაა. იონათამიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია მათ წინადადებებს გაითვალისწინებს.

​„ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ თითოეულ პოზიციას, რომელიც გაგვაჩნია ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ თვითონ ოპოზიციის ინტერესიც უნდა იყოს ის, რომ შედგეს კონსენსუსი და წამოვიდნენ იმ წინადადებებზე, რომლებიც იქნება ჩვენი მხრიდან შეთავაზებული,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად გამართული მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 100-50-ზე ბალანსი შესთავაზა, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. 


close დახურვა