მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, 17:00 საათზე დაიწყო. საპატრიარქოს არ გაუკეთებია განმარტება, რატომ გაჭიანურდა პროცესი.
სინოდის სხდომა თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ იმართება. წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც უცნობია, რა საკითხები უნდა განიხილონ მღვდელმთავრებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დაგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ ელოდებოდნენ პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც სინოდის თავმჯდომარეა და რომელსაც უნდა გაეხსნა სხდომა.
უცნობია, მისი დაგვიანების მიზეზი უკავშირდება თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობას.