logo
ENG



სირსკი: ახლა არის ყველა პირობა უკრაინამ ბახმუტზე კონტროლი დაიბრუნოს... რუსები ალყაში არიან

20 ივლ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/20/8cxgfzq2y518igf.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებობს ყველა პირობა ბახმუტზე კონტროლი დაიბრუნონ.

სირსკი აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ნახევრად ალყაში იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, ახლა უკრაინელი ჯარისკაცები გადავიდნენ აქტიურ კონტრშეტევაზე, რათა ტაქტიკური სიტუაცია გაიუმჯობესონ.

"მიმაჩნია, რომ ვაგნერის ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა მთლიანად ბახმუტში შეძვრნენ, რამაც მათ რიგებში დიდი დანაკარგი გამოიწვია. ფაქტობრივად მათ დაკარგეს ბრძოლისუნარიანობა. ამ დროისთვის შექმნილია ყველა პირობა იმისათის, რომ დავიბრუნოთ ეს ქალაქი, და ეს 10-ჯერ უფრო ნაკლები დანაკარგით შევძლოთ", - ამბობს სირსკი.

მისივე განცხადებით, ის შეეცდება ბახმუტი რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს.


close დახურვა