უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინელებს მძიმე პირობებშიც კი შეუძლიათ ბახმუტში წინსვლა.
"ჩვენი ჯარების წინსვლა ბახმუტის მიმართულებით - ეს არის პირველი წარმატებული შეტევითი ოპერაცია ქალაქის თავდაცვაში.
ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი შეგვიძლია [ბახმუტში] წინსვლა და მტრის განადგურება... ბახმუტის დაცვის ოპერაცია გრძელდება. თავდაცვისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
გუშინ, სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მტერი სამხედრო აღჭურვილობას და ცოცხალ ძალას კარგავს.