logo
ENG



სისხლიანი ღამე - დროება

22 იან 202320:10
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოში სროლამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დაუცველია მოქალაქე ნებისმიერი საფრთხის წინაშე. სისტემა კი ერთსა და იმავე შეცდომას ჯიუტად იმეორებს. სპეცსამსახურისა და პოლიციის რესურსების არასწორი მიმართულებით ფლანგვა, თვალსა და ხელს შორის ფეთქებადი პოტენციალის შეუმჩნევლობა, საგანგებო მდგომარეობის დროს ნულოვანი კომუნიკაცია საფრთხის ქვეშ მყოფ მოსახლეობასთან, ნულოვანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მედიასთან. ქმედებები, რომელიც უფრო მეტ ქაოსს იწვევს და რაც მთავარია, გარდაუვალს ხდის მსხვერპლს. სახელმწიფო თავის მისიას ვერ ასრულებს და მთავარ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლეს ვერ იცავს. საგარეჯოს შემზარავი ტრაგედია და შეცდომები, რომელიც ხელისუფლებას შეეძლო არ დაეშვა, ახალი დეტალები - დროების სიუჟეტში.


close დახურვა