logo
ENG



სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას - ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა

16 თებ 202013:37
3 წუთის საკითხავი
 

"სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას", "დავიცვათ თავისუფალი მედია" -ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა.

"დღეს ჩვენ ქუთაისიდან ვუცხადებთ სოლიდარობას აჭარელ კოლეგებს და ვეუბნებით, რომ ვართ მათ გვერდით. ვუცხადებთ სოლიდარობას ამ უთანასწორო ბრძოლაში და აქვე გვინდა, ვთქვათ, რომ მედიასთან ბრძოლა ხელისუფლებას არ აძლიერებს, ასუსტებს და სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ხვდება და აგრძელებს იმავე ტემპში მედიასთან აგრესიით ბრძოლას, როგორც აქამდე აკეთებდა. ხელისუფლებასაც გვინდა მოვუწოდოთ, რომ შეწყვიტოს ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ და შეცვალოს სტილი", - განაცხადეს ჟურნალისტებმა.

 


close დახურვა