logo
ENG



სოლოღაშვილი: აგრესიული ტესტირებით ვერ ჩამოივლი მოსახლეობაში და ვერ გააკეთებ

27 აპრ 202010:41
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, აგრესიული ტესტირება უტარდება რისკჯგუფებში მყოფ პაციენტებს და მას თავისი ჩვენება გააჩნია. 

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, აგრესიული ტესტირება მთელ მოსახლეობას ვერ ჩაუტარდება. 

"აგრესიულ ტესტირებას აქვს თავისი ჩვენება, როდის უნდა ჩატარდეს. აგრესიული ტესტირებით ვერ ჩამოივლი მოსახლეობაში და ვერ გააკეთებ. აგრესიულ ტესტირებას აქვს კონკრეტულად ჩაკეტილი კლასტერი, თავისი მედპერსონალი და თავისი რისკჯგუფები, სადაც უნდა ჩატარდეს. ამიტომ კარგად უნდა გავაკეთოთ დიფერენცირება, თუ რაზეა საუბარი", - აღნიშნა მან. 

გარდა ამისა, სოლოღაშვილმა ტესტების, კერძოდ კი, პისიარ ტესტის სანდოობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პისიარ ტესტი ოქროს სტანდარტია და არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ აღნიშნულ ტესტში ეჭვი შეიტანონ.

"ტესტი არის ანტიგენის ტესტი, არის ანტისხეულების სწრაფი ტესტი და არის პისიარ ტესტირება, რომლის სანდოობასაც ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, რადგან ამის საბაბი არ გვაქვს. პროტოკოლით მოწოდებულია პისიარ ტესტირება ოქროს სტანდარტად და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ ვენდოთ. სამედიცინო პერსონალმა დააფიქსირდა სწრაფ, ანტისხეულის ტესტებზე სანდოობაზე გარკვეული მოსაზრებები. სწორედ მათი სანდოობა დადგა 50%-იანი სანდოობის ქვეშ. პისიარ ტესტის გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, თუმცა უნდობლობის მიზეზი", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. 

 


close დახურვა