სოტბის და კრისტის აუქციონები საშემოდგომო სეზონს ხსნიან. 2019 წლის ნოემბრისთვის ექსპონატები უკვე შერჩეულია. ცნობილია, რომ ლოტებს შორის კლოდ მონეს, უილემ დე კუნინგის, პაბლო პიკასოს და ედ რუშას ნამუშევრები იქნება. კლოდ მონეს „ჩერინგ ქროსის ხიდის" ერთ-ერთი ვარიაციის საწყისი ფასი 30 მილიონი დოლარია. 35 მილიონი დოლარია დე კუნინგის ტილოს საწყისი ფასი. კრისტის აუქციონი ნოემბერში გასაყიდად ენდი უორჰოლის ნამუშევრებსაც გაიტანს.
სოტბის და კრისტის აუქციონები საშემოდგომო სეზონს ხსნიან
03 ნოე 201913:46
3 წუთის საკითხავი