logo
ENG



სოც. ქსელის მომხმარებელი ყვება, რომ ბერასთვის მიუღებელი კომენტარის გამო მასაც ემუქრებოდნენ

07 მარ 202119:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/07/4zw0sq84y70qc4y.jpg

Facebook-ის კიდევ ერთი მომხმარებელი, ქრისტინე მარტიაშვილი იხსენებს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ისტორიას და ამბობს, რომ მიუღებელი კომენტარის გამო მასზე და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

მარტიაშვილი პოსტს აქვეყნებს და იხსენებს, როგორ დაუკავშირდნენ მისი აქტიურობის გამო ბებიას, ხოლო ბერას პოსტზე კომენტარის დაწერის გამო თავად მას. მომხმარებლის პოსტს ფორმულა უცვლელად გთავაზობთ.

"ვიცი, რომ ეხლა დედაჩემი ისევ გაბრაზდება, ამას რომ ვწერ,მაგრამ ამდენ ადამიანს რომ ვხედავ იგივე მდგომარეობაში და თან ზოგის კომენტარს,რომ შეთითხნილი ისტორიაა მეცინება,თან ვბრაზდები!ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება,რომ მისმენენ და ეჭვი გამიმართლდა 3თვის წინ, როდესაც ეთოს ველაპარაკებოდი, 90-იანებში შუა საუბარში რომ ერთვებოდნენ ტელეფონზე, ისე ჩამერთო ვიღაც გურამი. სულ მგონია,რომ ჩემი სოც ქსელიც კონტროლდება.

შარშანწინ, სანამ ბებია კიდევ ცოცხალი იყო, დამირეკა ძალიან აღელვებულმა, ძალიან გთხოვ, სულ 2 წუთით შემომიარეო. ბებიას სიმსივნე ჰქონდა ბოლო 6 წელი, ნახევარი ცხოვრება ჯერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მერე ჩიტაძეზე,ძალიან უშიშარი ადამიანი იყო. ვიღაცამ დაურეკა და უთხრა,შენ შვილიშვილს დააყენებინე,სანამ ჯანმრთელიაო. ეგეთი აჭრელებული სახით,ეგეთი განერვიულებული და შეშინებული მე ნაზიკო არ მახსოვს. მაშინ სასაცილოდ არ მეყო,ახლა კი ვხვდები რაშიც იყო საქმე. ვიკამათეთ,ნუ მიკრძალავთ ჩემი აზრის დაფიქსირებას-თქო.(მაშინ ბევრად აქტიური ვიყავი) ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს ეშინია აზრის დაფიქსირება და ფაქტია თავს არიდებენ.

ბერას სიმღერასთან დაკავშირებული ისტორია კი დავწერე, მაგრამ ის, რაც სტუდიაში ვნახე, აღარ დამიწერია. 2011 წელი იქნებოდა, ალბათ, სიმღერა „სმს-თვის“ ვიყავი სტუდიაში, ცოტა ხანში ატყდა განგაში და შემოვარდა ბერა საძმაკაცოთიამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი. შემოიტანეს მაკბუკები და დაიწყეს ექაუნთების კეთება, ვიღაც ცუდ კომენტარებს მიწერს და გავარკვიოთ ვინ არისო. ამიკომ მე ორნაირ პროფილს გავაკეთებ, ერთიდან გაგინებ, მეორედან ამ ტიპს გავლანძღავ და გავარკვევ, ვინ არისო. ზუსტად მახსოვს ბერას სიტყვები “ხო იცი ძმაო ეგ საიდანაც მოდის?!”ხოდა გავარკვიოთო. ნუ მაშინ მე ვერაფერს მივხვდი. გადის რამდენიმე თვე და ბერამ დაიწყო სტატუსების ქართულად წერა, ერთერთი სტატუსი იყო “მამული,ენა,სარწმუნოება!” რაზეც მივუწერე, რომ კარგია, ქართულად რომ წერდა, მაგრამ სწორი „ენა,მამული,სარწმუნოება!” იყო, 2 წამში შემომივარდა ამიკო ჩატში და დაიწყო ჩემი ლანძღვა. თურმე როგორ მყვარებია ილია და მილიონი დამამცირებელი ტექსტები. 1% არ მეპარება ეჭვი, რომ ჩანაწერი ნამდვილია", - წერს ქრისტინე მარტიაშვილი.

ბერასა და მისი გარემოცვის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობენ მუსიკოსი და ყოფილი მიმტანი. მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე Facebook-ზე წერს, რომ ბერამ "რეპერი ჯერონიმო და კიდევ 4 მენტი საბლატაოდ 2013 წელს მიუგზავნა". ხოლო ყოფილი მიმტანისა და ჟურნალისტის, ტატო ცეცხლაძის განცხადებით, კრიტიკული პოსტის გამო ის სამსახურიდანაც კი გაათავისუფლეს.

6 მარტს ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.


close დახურვა