logo
ENG



სოციალური აგენტები ვერც 200 ლარიანი დახმარებით ვერ ისარგებლებენ

29 აპრ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური აგენტები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარების მიმღები მოქალაქეების მდგომარეობას აფასებენ, შემწეობას უკვე თავად საჭიროებენ. აპრილში სოციალურ აგენტებს ხელფასის სახით 80 ლარი ჩაერიცხათ.

ამ ფაქტს უკვე მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა. სოლიდარობის ქსელი სოციალური აგენტებისთვის  ხელფასის მომატებას ითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ფორმალურად დასაქმებულებად ითვლებიან, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ორას ლარიან დახმარებასაც ვერ მიიღებენ. "სოლიდარობის ქსელის" იურისტის თქმით, სოციალურ აგენტებს  ერთთვიანი ხელშეკრულებები უფორმდებათ, რის გამოც ისინი სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარ პრობლემებზე ღიად ვერ საუბრობენ

"იქიდან გამომდინარე, რომ სოცაილურ აგენტებს სამსახური უნარჩუნდებათ, ისინი ამ 200 ლარიანი დახმარებიტაც ვერ ისარგებლებენ. ამასთან, 80 ლარი საარსებო მინიმუმზე გაცილებით დაბალია. მათ აქვთ შიში, რომ ხელშეკრულება არ განუალხდებათ და ხმას ამიტომ ვერ იღებენ",-აცხადებს დავით ომსარაშვილი.


close დახურვა